ქუთაისის “ტორპედოს” სატრანსფერო ბანი დაადეს! იტალიელი გუნდიდან მიდის?

თარიღი: ივლისი 18, 2020

ქუთაისის “ტორეპდოს” ფანებმა გუნდის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელეს. განცხადებასი ნათქვამია, რომ “ტორპედოს” სატრანსფერო ბანი დაადეს და შესაძლოა, ინვესტორიც წავიდეს.

“რამდენიმე თვე გავიდა და სამწუხაროა, რომ დღეს ისევ ნეგატიური განცხადების დაწერა გვიწევს.

თვეები გავიდა და სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობა დღემდე უყურადღებობას იჩენს ტორპედოს მიმართ და კლუბს მფლობელობაში არ გადასცემს იტალიელ ინვესტორს ფაბიო მანინოს. თებერვლიდან მოყოლებული ეს პიროვნება გუნდის სახელფასო დავალიანებას ისტუმრებს, ასევე გუნდს სხვა საჭირო პირობებს უქმნის, ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა კლუბი ჯერ კიდევ იურიდიულად მისი არ არის.

ფაბიო მანინთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და გვითხრა, რომ სახელმწიფოს მიმართ უკვე უნდობლობა აქვს, რამაც შეიძლება ტორპედოდან წასვლა გადააწყვეტინოს. ლოგიკურიცაა: როცა უცხოელი ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, დებს ფულს, მთავრობა დაპირებებს გასცემს, მაგრამ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასრულებს და არაფრად აგდებს, პროტესტი ექნება.

დღევანდელ დღეს ფაბიო მანინო ერთადერთი ინვესტორია, ვინც ტორპედოში ფულს დებს, მაგრამ ვინაიდან კლუბი ოფიციალურად მისი არ არის, რამის მოთხოვნაც რთულია. რატომ არ არის? იმიტომ რომ მთავრობა ინვესტორისთვის მიცემულ სიტყვას/პირობას დღემდე არ ასრულებს. თავის მხრივ, სპონსორი ასრულებს – გუნდს თვეებია ხელფასი დროულად ერიცხება, მოდიან ახალწვეულები, გუნდი ძლიერდება, მატჩიდან მატჩამდე უმატებს…

ახალწვეულების ხსენებაზე: გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მაგრამ დღემდე არ უთამაშიათ. კლუბი მათ განაცხადში შეყვანას ვერ ახერხებს. მიზეზი კი სატრანსფერო ბანია – რამდენიმე დღის წინ ყოფილი ფეხბურთელების დავალიანების გამო ფიფამ ტორპედოს სატრანსფერო ბანი დაადო: გუნდი ვერც ლეგიონერებს დაიმატებს, ვერც ქართველებს, სანამ ეს ფული გადახდილი არ იქნება. ფულის გადახდისთანავე, გუნდს ბანი მოეხსნება და ფეხბურთელთა დამატებაც შესაძლებელი გახდება.

თუ იტალიელმა ინვესტორმა მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო ტორპედოს დატოვება გადაწყვიტა, კლუბმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. ის დღეს კლუბის არსებობის გარანტია, ამიტომ ვითხოვთ და ველით, რომ უახლოეს დღეებში კლუბი მფლობელობაში გადაეცემა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ არ მივუბრუნდეთ გასულ წელს, ისევ არ დადგეს კითხვის ნიშნიშ ქვეშ ტორპედოს არსებობა, არ მოგვიწიოს ისევ ბრძოლა კლუბის გადარჩენისთვის… რომ არ დარჩეს გუნდი ისევ უპატრონოდ… მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად მოაგვაროს ეს საკითხი, მფლობელობაში გადასცეს კლუბი ფაბიო მანინოს და შეასრულოს ყველა ის დაპირება თუ ვალდებულება, რაც თავის დროზე აიღო”, – წერია განცხადებაში.

როგორც გაირკვა, “ტორპედოს” ბანი ბრაზილიელი რიჩარდ ლუკას დავალიანების გამო დაედო, რომელმაც კლუბს FiFa-ში უჩივლა. მისთვის დაახლოებით 65 000 ლარია გადასახდელი.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ყატარში წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა. “ყველაზე ძლიერებად ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის მორიგი ღირსეული საქციელი

საფეხბურთო აკადემიამ “უქიმერიონი თბილისი” განცხადება გაავრცელა. აკადემიას ბოლო დროს ფინანსური პრობლემები აქვს. “დღეს ჩვენს ინსტაგრამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად მიდის ზურიკო დავითაშვილი? ტრანსფერი ჩაიშალა!

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმთან” ზურიკო დავითაშვილის საფრანგეთში ტრანსფერზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულება დააანონსა

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” მის სამწვრთნელო კარიერასი უკანასკნელი იქნება. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “თუ კარიმი წელს “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს, დაივიწყოს ეს ჯილდოR

“პარი სე-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მთავარი ფავორიტები დაასახელა. “მთავარი პრეტენდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” და ბერნარდუ სილვა შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასთან შეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. “ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე ფეისბუქ გვერდი და ე.წ. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოენტრაუ დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ფეხბურთელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ფაბიუ კოენტრაუ პორტუგალიაში დისკვალიფიკაციით კარიერის დასრულების შემდეგ დასაჯეს. ფეხბურთელი 2020-2021 წლებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენრიკო ფედელე: “კვარაცხელიას კონტრაქტში უწერია, თუ თამაშში 3 დრიბლინგი არ გააკეთა, ა

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და პრეზიდენტი დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესმა რონალდოს დასცინა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სასტუმროში შესვლის წინ ჟურნალისტების კითხვებს მოკლედ უპასუხა და რონალდოს დაბრუნებაზე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ჩაკვეტაძემ დაძაბულობას ვერ გაუძლო” (ვიდეო)

“სლოვანი” ევროპა ლიგაზე კვიპროსულ “ოლიმპიაკოსთან” პენალტების სერიაში გამოვარდა. სამივე ქართველი (კანკავა, კაშია, ჩაკვეტაძე) ძი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეილორ ნავასი ხვიჩას თანაგუნდელი ხდება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მეკარე კეილორ ნავასი ამ ზაფხულს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

3 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები პროგრესის გზას ადგანან და საზღვარგარეთ საკმაო ძლიერ გუნდებში ახერხებენ გადასვლას. წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუპერ ანაზღაურება დე იონგს – რატომ არ იკლებს ნიდერლანდელი ფულს?

კატალონიის “ბარსელონას” ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ბოლო 1 თვეა გუნდის დატოვების ზღვარზეა და “მანჩესტერში” [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება მამარდაშვილის თავს? – ყველაფერი რიგზეა!

გასულ სეზონში “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი მე-2 გუნდისთვის დაიმატა და მამარდა რამდენიმე თვეში დაწინაურდა პირველ მეკარედ. […]...
წაკითხვა