ქუთაისმა ოლიმპი ბრძოლაში დაამარცხა

თარიღი: ოქტომბერი 25, 2014

საკმაოდ საინტერესო გამოდგა სუპერლიგის ტურის მესამე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისის “ოლიმპი” და “ქუთაისი” წარსდგნენ.

მასპინძელთა ახალგაზრდულმა გუნდმა თამაში საკმაოდ აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებიდან გამოცდილ ოპონენტს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. სტუმრებმა საბოლოოდ პირველი ტაიმის კი მოიგეს, თუმცა ამის გაკეთება დიდი სხვაობით ვერ შესძლეს. აღსანიშანვია, რომ “ოლიმპის” შემადგენლობაში ქულები ფაქტობრივად ყველა მოთამაშეზე გადანაწილდა, ვისაც თამაშის საშუალება მიეცა. საბოლოოდ, დიდ შესვენებაზე სტუმრები 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 33:39.

თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. თავიდან ქუთაისელები კი დაწინაურდნენ, თუმცა “ოლიმპი” მალევე დაეწია მეტოქეს, რაც ნოდარ გოგოძის ზუსტი სამიანის დამსახურება იყო, რომელმაც სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. თუმცა, ამ ეპიზოდში “ოლიმპის” ერთ-ერთიმა ლიდერმა, ალხანაიძემ მეოთხე პერსონალური მიიღო, რის გამოც თბილისელთა ცენტრმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. “ქუთაისელებმა” ამით ისარგებლეს და ბოლო წუთზე ბექაურის ზუსტი სამიანით გადამწყვეტი მეოთხედის წინ 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

გადამწვყეტი პერიოდი სტუმართა კიდევ ერთი სამიანით განახლდა. ზუსტი ტყორცნა ამჯერად გრძელიძემ შეასრულა და საკუთარი გუნდი 9 ქულით დააწინაურა. “ოლიმპმა” ერთხელაც გაიბრძოლა, თუმცა საბოლოოდ “ქუთაისის” გამოცდილებამ თავისი გაიტანა და სტუმრებმაც მნიშვნელოვანი სასტარტო გამარჯვება მოიპოვეს – 73:84.

“ოლიმპის” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით ლობჟანიძე გახდა. გამორჩეულები იყვნენ აბულაძე (14) და გოგოძეც (12). “ქუთაისს” კი 20 ქულით ბექაურმა და ლომინაშვილმა ულიდერეს.

 მატჩის სრული სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და წარმატებას ვუსუვებ. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ვცდილობთ, რომ სწრაფად ვითამაშოთ, რაშიც მეტოქეს ვაჯობეთ კიდეც, თუმცა მეტის გაკეთება ვერ შევძელით და დარჩენილ კომპონენტებში პირწმინდად დავმარცხდით. ვეცდებით, სამომავლოდ გამოვასწოროთ დღეს დაშვებული შეცდომები.”

გეგი ბაქრაძე (ოლიმპი): “ვულოცავ “ქუთაისს”. კარგი თამაში იყო. დღეს, მაქსიმალურად ვიბრძოლეთ, თუმცა მოგება ვერ შევძელით. იმედია, სამომავლოდ გამოვასწორებთ.”

მედეა მხეიძე (ქუთაისი): “ვულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს დღევანდელ წარმატებას. “ქუთაისის” გარშემო ცოტა მეტი აჟიოტაჟი იყო, რაც ნორმალურია. ჩვენი გუნდისგან ყველა მეტს ელის. მოსამზადებელი ეტაპიდან გამომდინარე დღევანდელი შეხვედრის მსვლელობა ლოგიკური იყო. მიუხედავად ყველაფერისა, შევძელით ორგანიზება და პირველ ტაიმში სუსტი წერტილები მეორე ნახევარში გამოვასწორეთ და საბოლოოდ გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ძალიან მესიამოვნა მოწინააღმდეგე გუნდის ყურება. ვფიქრობ, რომ “ოლიმპისგან” ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროგრამა, რომელზეც სახელმწიფო მუშაობს ამუშავდება და ყველა გუნდს ექნება პერსპექტივაზე მუშაობის საშუალება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ მოტყუებულები არ დავრჩებით.”

ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი): “გილოცავთ ჩემპიონატის დაწყებას. მეტოქემ საკმაოდ კარგად ითამაშა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ჩვენ კი ვეცდებით, რომ დღეს დაშვებული შეცდომები შემდგომში გამოვასწოროთ.”

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ტრავმა “დენვერთან” მატჩში (ვიდეო)

26 დეკემბერს, NBA-ში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დენვერ ნაგეთსი” 121:108 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისა “კლიპერსის”...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი “მაიამი ჰიტის” ოთხი კალათბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

“მაიამი ჰიტმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში ყველას დაუმტკიცა, რომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისთვის...
წაკითხვა