ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 26, 2016

26 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქუთაისს ეწვია და იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობის აღსანიშნავად, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.

მთლიანობაში, ქუთაისში სამი სტადიონი ორ ადგილზე აშენდება და ფეხბურთის და რაგბის გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სარაგბო გუნდების „აიას” და „ბაგრატის” მოთამაშეები, პატარა მორაგბეები და ახალგაზრდა ფეხბურთელები დაესწრნენ.

2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro” გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ,,Autokomodex Trnava spol.sro”-ს ხელმძღვანელებმა: დირექტორმა პეტერ ფილამ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კლეპანეცმა.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობას დაიწყებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.

პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

18 წლის ლუკა მიქაია ზუგდიდის 10 გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა

კვიპროსული “ანორთოსისის” ახალგაზრდა მეკარე 18 წლის ლუკა მიქაია საუკეთესოდ იაზრებს სოციალური პასუხისმგებლობის არსს და საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრუიძემ “ლოკომოტივი” ზუმში ავარჯიშა (ფოტოები)

თბილისის “ლოკომოტივს” ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ სოსო ფრუიძე წვრთნის. ფრუიძემ გუნდი ამეჯრად ონლაინ სივრცეში, აპლიკაცია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს მიმართვა ციხიდან (ვიდეო)

ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო ერთ თვეზე მეტია პარაგვაის ციხეში სასჯელს იხდის. დღეს ინტერნეტსივრცეში ციხეში გადაღებული ვიდეო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ფანცულაია: “სახლიდან გასვლის შემდეგ პირველი ფეხბურთს ვითამაშებ”

26 წლის თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია ეროვნული ლიგის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. ფანცულაია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად ამ დღეს, 21 წლის წინ: თემურ ქეცბაიას ულამაზესი გოლი “ტოტენჰემის” კარში

1999 წელი, 5 აპრილი “ნიუკასლი” – “ტოტენჰემი” 1:1 გოლები: დარენ ანდერტონი 50′; თემურ ქეცბაია 78′. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქობულეთის შუქურა გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარა (ფოტოები)

ქობულეთის “შუქურამ” სოციალური პასუხისმგებლობის აქციაში მიიღო მონაწილეობა და შეჭირვებულ მოსახლეობას სასურსათო კალათები დაუმზადდა. რაც ასევე...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს დიჯეი დავით თარგამაძე თვითიზოლაციაში დროს ბებიასთან ერთად (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დავით თარგამაძე სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს. თარგამაძემ წარმატებული ცეკვის შემდეგ, […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ისტიკლოლმა” ტაჯიკეთის სუპერთასი მოიგო! (ფოტო, ვიდეო)

2020 წლის მსოფლიო პანდემიის ეპოქაში ტაჯიკეთი პირველი ქვეყანაა, სადაც ფეხბურთში მედლები გათამაშდა. დღეს ტაჯიკეთის სუპერთასის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი რამ ქართულ ფეხბურთში, რაც კორონა ვირუსმაც ვერ შეაჩერა!

ბათუმის სტადიონის მშენებელი კომპანია “შპს სტადიონი” დღეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, კორონა ვირუსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა რონალდო და კრიშტიანო რონალდუ ერთმანეთს მოედანზე შეხვდნენ (ვიდეო)

ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ მოთამაშეებს – კრიშტიანო რონალდუსა და ბრაზილიელ რონალდოს ერთმანეთთან მოედანზე შეხვედრა მხოლოდ ერთხელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ბელარუსი ისევ გადაიდო

დღეს უეფას ხელმძღვანელებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, რომელსაც ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვიდეოკონფერენცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” მფლობელი კვლავ ზაალ ჩაჩავაა

ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა სოციალურ ქსელში გუნდში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე დაწერა. “მაშინ, როცა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი: “კლუბებში სიარული არ მიყვარს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული “შტურმის” უპირობო ლიდერია და “შტურმის” ოფიციალურმა ვებ-გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს გურამ კაშია 1 დღეს ამერიკულ თვითიზოლაციაში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ამერიკული “სან-ხოსეს” მცველია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა ...
წაკითხვა