ქუთათურებმა სპარინგები მოგებით დაიწყეს
2 ივლისს ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე მოსამზადებელ პერიოდში პირველი სპარინგ-მატჩი საკუთარი საწვრთნელი ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე გამართა, სადაც უმაღლეს ლიგაში აღზევებული თერჯოლის „საპოვნელა“(მწვრთნელი – მირიან გეწაძე) მიიღო და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრას 150-მდე გულშემატკივარი დაესწრო. ტორპედოელთა თავკაცმა, გიორგი დარასელიამ მისი გუნდი თითოეულ ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე. „ტორპედოს“ რიგებში რამდენიმე ახალწვეულმა იასპარეზა, მათ შორის ისეთმა ფეხბურთელებმაც, რომლებიც კლუბში ჯერჯერობით არ ირიცხებიან. ანგარიში მე-20 წუთზე კუხიანიძის გადაცემით დავით კირკიტაძემ გახსნა. 52-ე წუთზე, ტუღუშის პასით შოთა ბაბუნაშვილმა საჯარიმოს გარედან ლამაზად დაარტყა ბურთი, რომელიც ძელის გავლით კარში შეგორდა. 65-ე წუთზე კი ბაბუნაშვილმა მეკარესთან პირისპირ თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე დატოვა, რომელმაც გატანის შანსი ხელიდან არ გაუშვა – 3:0.
„ტორპედომ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
I ტაიმი: სომხიშვილი, ოდიკაძე, მირცხულავა, შალიკაშვილი, ქიმაძე, კუხიანიძე, მამასახლისი, სიჭინავა, კახელიშვილი, კირკიტაძე, შინდაგორიძე.
II ტაიმი: ტყეშელაშვილი, ფანცხავა(ბუხაიძე 70), ნაცვლიშვილი, ადამაძე, ყურულაშვილი, ადამაშვილი, ბაბუნაშვილი, ტუღუში, ხურციძე, კვერნაძე, კაპანაძე.
მატჩის ფოტომასალა იხილეთ – Facebook-ზე
შემდეგ საკონტროლო მატჩს ქუთაისის „ტორპედო“ 9 ივლისს სტუმრად თბილისში უმაღლესი ლიგის დებიუტანტ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთან“ ჩაატარებს.
FCTorpedo.GE