ქვილითაიას არწივის ჟესტი, ფანების გაგიჟება და ქეცბას განცხადება (ვიდეო)
კვიპროსული “აპოელის” ერთ-ერთმა კაპიტანმა, გიორგი ქვილითაიამ 1 თვის წინ “ანორთოსისთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ ამრ ვარდას მიწერა და ცხვირის მოტეხვით დაემუქრა. ვარდამ “აპოელის” ფანებს შეურაცხყოფა მიაყენა და ქართველმაც უპასუხა.
2 დღის წინ “აპოელმა” “ანორთოსისი” თასზე 2-1 დაამარცხა. გამარჯვების ბურთი 52-ე წუთზე ქვილითაიამ გაიტანა, რომელმაც გოლი “ანორთოსისის” ფანების წინ “აპოელის” სიმბოლოს, არწივის ჩვენებით აღნიშნა. მანამდე ფამაგუსტელები ქვილის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ჩვენებურმაც უპასუხა.
“ანორთოსისის” ხელმძღვანელობამ გიორგის დასჯა მოითხოვა, მე-12 წუთზე მას უკვე ჰქონდა ყვითელი, თუმცა მსაჯმა წითელი ბარათი არ მისცა.
ქეცბამ ასეთი კომენტარი გააკეთა: “სამწუხაროდ, მთელი სტადიონი 90 წუთი რომ ფეხბურთელს ლანძღავს, როცა მის ოჯახს შეურაცხყოფენ, დედას, ამაზრზენია. არავინ არაფერს აკეთებდა, რომ ეს შეეჩერებინა. შეურაცხყოფა ჩვენც მოგვაყენეს. ახლა მომხდარზე ფორმალური განცხადება მაინც გაკეთდეს.” – თქვა ქეცბამ.
ჩემპიონატში ეს გუნდები მე-3 და მე-4 ადგილებს იყოფენ. “აპოელს” 40 – “ანორთოსისს” 38 ქულა აქვს.