ქვილითაიას ღირსეული ნაბიჯი – პირველად ქართულ ფეხბურთში!
საფეხბურთო აკადემია “უქიმერიონი თბილისი” პირველი საფეხბურთო აკადემია გახდა საქართველოში, სადაც ყველა ბავშვი გადასახადისგან გათავისუფლდა და კლუბი ფუნქციონირებას შემოწირულობების ხარჯზე აგრძელებს.
გარდა ამისა, “უქიმერიონისთვის” გაღებული თანხა ნებისმიერ მსურველს კლუბის აქციონერად აქცევს და მომავალში, შესაძლოა, ეს საკმაოდ მომგებიან ინვესტიციად იქცეს.
“უქიმერიონს” აქციონერები უკვე იტალიაში, ესპანეთში, ეგვიპტეში და ჩილეში გამოუჩდნენ და რა თქმა უნდა, საქართველოშიც. მათ შორის, გიორგი ქვილითაიაც იქნება, რომელმაც გუნდს მუდმივი მხარდაჭერა გამოუცხადა.
“საქართველოს ეროვნული ნაკრების და კვიპროსული ანორთოსისის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია – ჩვენი ოჯახის ახალი წევრია.
მოგესალმებით ყველას.
როგორც უკვე ცნობილია, ჩვენი საფეხბურთო აკადემია, პირველად საქართველოს ისტორიაში გახდა – სახალხო…
Posted by ს.კ უქიმერიონი თბილისი / FC Uqimerioni Tbilisi on ხუთშაბათი, 21 იანვარი, 2021