რა ბედი ელის დანიელ სტარიჯს?
დანიელ სტარიჯი, რომელსაც ერთ დროს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელადაც მიიჩნევდნენ, მასზე დამყარებულ იმედებს ჯერაც ვერ ამართლებს. როგორც ცნობილი ხდება, “ვესტ ბრომიდან” დაბრუნებული სტარიჯის ყიდვა არავის უნდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წინასასეზონო მზადებაში სტარიჯი თავდაუზოგავად შრომობს, რათა იურგენ კლოპს თავი მოაწონოს. ამხანაგურ მატჩებში მან არაერთხელ გაიბრწყინა, რაც მისი “ენფილდზე” დარჩენის წინაპირობას წარმოადგენს.
“სტარიჯი წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელია, როდესაც ის მწყობრშია. როდესაც ის ფორმაშია, მასში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება. ის ბუნებრივი ბრძოლის უნარით ხასიათდება და ყოველთვის ცდილობს დაკარგული ბურთის დაბრუნებას,” – განაცხადა იურგენ კლოპმა.
ასე რომ, სტარიჯს საკუთარი სტატისტიკის გასაუმჯობესებლად “ლივერპული” კიდევ ერთ შანსს მისცემს. ცნობისთვის გეტყვით, რომ სტარიჯი “წითლებს” 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 133 მატჩში 63 გოლი გაიტანა.