რა ბედი ეწევა ლა ლიგის ტიტულს? ახლა ბარსელონას ჯერია

თარიღი: მაისი 9, 2014

ლა ლიგის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა, დაძაბულობა კი კულმინაციას აღწევს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 36-ე ტურში “ბარსელონამ”, “რეალმა” და “ატლეტიკომ” ვერ შეძლეს 3-3 ქულის მოპოვება და ერთმანეთს კვლავ გზა გაუხსნეს.

ამ მომენტისთვის პირველ პოზიციაზე “ატლეტიკო” იმყოფება, რომელსაც 88 ქულა აქვს, მეორე ადგილზე “ბარსელონაა” 85 ქულით, “რეალი” კი 84 ქულით მესამეს სჯერდება.

ბარსელონა
2013-2014 წლების სეზონის უდიდეს ნაწილში ლა ლიგის სათავეში, სწორედ “ბარსელონა” იდგა და თითქმის ყველას სჯეროდა, რომ ტატა მარტინო შეძლებდა პრიმერა დივიზიონის მოგებას, თუმცა… “ვალიადოლიდთან”, “სოსიედადთან” და “გრანადასთან” მარცხი ძვირად დაუჯდა “ბლაუგრანას”. საქმე იქამდე მივიდა, რომ უპირატესობა “ატლეტიკოს” ხელში გადავიდა და კატალონიელებს თითქმის ბოლომდე მოესპოთ ჩემპიონობის შანსი, მაგრამ კარლო ანჩელოტიმ და “ვალიადოლიდმა” ტატა მარტინოს კარგი საჩუქარი გაუკეთეს გასულ ტურში. როგორც იცით, “რეალმა” შეხვედრა “ვალიადოლიდთან” ფრედ დაასრულა და “ბარსელონას” თითქმის ბოლომდე ჩამოშორდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

თუმცა, “რეალის” გარდა არის “ატლეტიკოც”, რომელსაც ძალზე კარგი შანსი აქვს ჩემპიონობის.

ასეა თუ ისე, “რეალის” ვერ მოგების შემდეგ, “ბარსელონას” გზა ფართოდ გაეხსნა ჩემპიონობისკენ, რადგან ისინი “ატლეტიკოს” 3 ქულით ჩამორჩებიან და უკანასკნელ ტურში “კამპ ნოუზე”, შეუძლიათ აღმოფხვრან ეს ქულათა სხვაობა.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკოსთან” მატჩამდე, ჯერ ტატა მარტინოს გუნდს “ელჩესთან” აქვს გასამართი შეხვედრა.

ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, “ბარსელონას” 2-დან ორივე შეხვედრის მოგება ესაჭიროება და ლა ლიგის თასს კატალონიაში ჩაიტანენ. ასეთი სეზონის ბოლოს, მემგონი არ უნდა გაუჭირდეთ მათ, ამ დავალების შესრულება.

დარჩენილი მატჩები:

ელჩე – ბარსელონა

ბარსელონა – ატლეტიკო

Lionel+Messi+Neymar+FC+Barcelona+v+Sevilla+vNfGM3vPM1El

მადრიდის ატლეტიკო
გუნდი, რომელიც გასულ წელს ზუსტად 24 ქულით ჩამორჩა, ჩემპიონ “ბარსელონას”, ახლა 3 ქულით არის მასზე წინ და სულ ცოტა აშორებს ჩემპიონობამდე. დიეგო სიმეონეს მთავარი ამოცანა ამჟამად “მალაგას” დამარცხებაა, შემდეგ კი “კამპ ნოუზე” მას ფრეც აწყობს, თუმცა ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება.

როგორც იცით, ამავდროულად მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადებიან, რომელიც 24 მაისს უნდა გაიმართოს პორტუგალიაში.

რაც შეეხება ლა ლიგას, უკანასკნელი ტურებია ისინი ლიდერობას არ თმობენ, თუმცა გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, მათი ჩემპიონობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. როგორც იცით, სიმეონეს გუნდმა 36-ე ტურში “ლევანტესთან” დათმო მატჩი, ანგარიშით 2:0. არადა ამ შეხვედრაშიც, რომ გაემარჯვათ მადრიდელებს 99%-ით ჩემპიონები იყვნენ. ცნობისთვის ეს იყო დიეგო სიმეონეს პირველი მარცხი უკანასკნელ 16 დაპირისპირებაში.

დარჩენილი მატჩები:

ატლეტიკო – მალაგა

ბარსელონა – ატლეტიკო

 

333694_heroa

მადრიდის რეალი
გუნდი, რომელმაც პრაქტიკულად უკვე დაკარგა ლა ლიგის ტიტული. კარლო ანჩელოტის გუნდმა, გასულ ტურში “ვალიადოლიდს” ვერ სძლია, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და, რამაც მოუსპო სამეფო გუნდს ჩემპიონობის შანსები.

ამჟამად “ლოს ბლანკოსი” “ატლეტიკოს” 4 ქულით ჩამორჩება, “ბარსელონას” კი სამით. იმისთვის, რომ ანჩელოტიმ მოიპოვოს ლა ლიგის ტიტული, სიმეონეს გუნდმა დარჩენილი ორი შეხვედრიდან ვერცერთი ვერ უნდა მოიგოს.

ასეა თუ ისე, “რეალს” დიდად გული არ უნდა წყდებოდეს პრიმერა დივიზიონზე, რადგან მიმდინარე სეზონში ისინი იშვიათად იყვნენ ლიდერები. ასევე, წააგეს ორივე ელ კლასიკო და ერთი მადრიდული დერბიც.

სავარაუდოდ, კარლო ანჩელოტი იმით იმშვიდებს თავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი აქვს.

დარჩენილი მატჩები:

სელტა – რეალი

რეალი – ესპანიოლი

ronaldo11

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კრისტიან ვიერი: “როდესაც მესი კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ”

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანი და ლიონელ მესი “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ (ფოტო)

28 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “იუვენტუსი” 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემამ მესის, რონალდუსა და რაულის შედეგი გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” ქამბექი შეასრულა (2:2) და მადრიდშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” კიდევ ერთ ნიდერლანდელ შემტევს დაადგა თვალი

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, გუნდში კიდევ ერთი ნიდერლანდელი შემტევის მოყვანის შესაძლებლობას განიხილავს. როგორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა მენდის: “ვინისიუსი ჩვენ წინააღმდეგ თამაშობს” (ვიდეო)

27 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მესამე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   A […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამ უკანასკნელმა განცხადება 27 ოქტომბერს მოწვეულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა!

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ბართომეუ უახლოეს ხანებში ამის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანს “ბარსელონას” დატოვებას ურჩევენ

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბიქსენტ ლიზარაზუ თვლის, რომ ანტუან გრიზმანმა “ბარსელონას” დატოვებაზე უნდა იფიქროს. “გრიზმანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის და სად გაიმართება მომდევნო “ელ კლასიკო”?

მთელი საფეხბურთო სამყარო თანხმდება, რომ მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “ყველას გვინდა, რომ მესიმ კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს̶

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ზაფხულში არგენტინელ სუპერვარსკვლავს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისკო ზიდანის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს

მადრიდის “რეალის” ესპანელი ნახევარმცველი, ისკო, სასურველ ფორმაში შესვლას კვლავ ვერ ახერხებს. “მალაგას” ყოფილი ვარსკვლავი თვლის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიზარაზუ: “გრიზმანმა აღარ იცის, როგორ ითამაშოს ფეხბურთი”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი, ბიშენტე ლიზარაზუ, თანამემამულე ანტუან გრიზმანს “ბარსელონას” დატოვებას ურჩევს. როგორც იცით, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიო ტრავმირებულია

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეშვიდე ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (1:3) მიმდინარეობისას კატალ...
წაკითხვა