რა ბედი ეწევა “სამტრედიას”?

თარიღი: მაისი 21, 2014

როგორც იცით, “სამტრედიას” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ლიცენზია არ მისცა, რის გამოც იმერულ კლუბს უმაღლესი ლიგისკენ გზა გადაეკეტა.

ამის გამო, დიდი ალიაქოთი ატყდა მთელს ქართულ საფეხბურთო სამყაროში.

იმერლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ და ზვიად სიჭინავას მიმართ, არაერთ მუქარას ავრცელებენ. მათ სურთ, რომ ლიცენზია მიიღონ და ამისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენს ვებგვერდთან “სამტრედიას” ფეხბურთელმა, გიორგი პაჭკორიამ ისაუბრა.

“სავარაუდოდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩემი პირადი მოსაზრება საინტერესო არ არის. ფეხბურთელები ინფორმირებულები ვართ და როგორც გავიგეთ, კლუბმა ყველა საბუთი მოამზადა, უბრალოდ ფედერაციაში წარდგენა დააგვიანა, თუმცა მხოლოდ ეს არ უნდა იყოს მიზეზი.

არის თუ არა სამართლიანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია? როგორ დავეთანხმო ამ წინადადებას და მართალიც, რომ იყოს მაინც ვერ ვიტყოდი, რომ ისინი სწორად მოიქცნენ. ფეხბურთელები და გულშემატკივრები უკმაყოფილოები და იმედგაცრუებულები ვართ, მათი გადაწყვეტილებით.

10154299_393557280784447_5388287668407032278_n

“სამტრედიას” ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს და უზომოდ არის შეყვარებული ამ სპორტზე. ნამდვილად უნდა იქნას გათვალისწინებული ამ ხალხის მოთხოვნები და მათ ტკივილი არ უნდა მიაყენონ. ყველა ასაკის გულშემატკივარი დადის, ჩვენს საყურებლად, სტადიონზე და ისინი მართლაც, რომ მე-12 ფეხბურთელის მოვალეობას ასრულებენ. სამტრედიელები წარმატების მიღწევაში გვეხმარებიან.

რაც შეეხება განვლილ სეზონს, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებდი. პირველი ლიგის, პირველ ადგილზე გავედით და მეტოქეეებს 6-11 ქულით გავასწარით. ნამდვილად შეკრული და მონდომებული გუნდი ჰყავს სამტრედიას. ასევე, იდეალური ადამიანები წვრთნიან იმერულ გუნდს. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს ეს გუნდი და წარმატებას მიაღწევს”, – განაცხადა გიორგი პაჭკორიამ.

Untitled-2

როგორც ხედავთ, სამტრედიელები იმედით არიან და ელიან, რომ უმაღლეს ლიგაში შეძლებენ გადასვლას. როგორც იცით, ფლეი ოფში 4 გუნდი არის: “კოლხეთი”, “შუქურა”, “სამტრედია” და “დინამო ბათუმი”.

ასევე, საინტერესოა ისიც, რომ ლიცენზია, ვერც ბათუმელებმა ვერ მიიღეს და ისინიც ვერ შეძლებენ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას. ასეა თუ ისე, გამოდის, რომ “კოლხეთი” და “შუქურა” პირდაპირ, ფლეი ოფის გარეშე უნდა გადავიდნენ უმაღლესში.

თუმცა, ჯერ-ჯერობით არაფერი დასრულებულა და სამტრედიელები, სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, რომ ლიცენზია მოიპოვონ ფეხბურთის ფედერაციისგან.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ მთელი რიგი სამტრედიელები თბილისში ჩასვლას და ფედერაციის წინ პროტესტის გამოთქმას აპირებენ.

ასევე, უკვე 2 დღეა მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო იმერულ კლუბს მხარდაჭერას უცხადებს. ერთ-ერთი ასეთი, ლანჩხუთის “გურია” იყო, რომელმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა მხარდამჭერი განცხადება (ასევე, “მაჭახელაც” და “სპარტაკიც”).

Untitled-1

Facebook-ში “სამტრედიას” შემდეგი გზით უცხადებენ მხარდაჭერას: თითოეული მომხმარებელს, “სამტრედიას” ლოგო აქვს დაყენებული მთავარ სურათად.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   E […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკუს რეშფორდის გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Marcus Rashford's goal to make it 2-1#MUFC pic.twitter.com/uOsQUFNu3F — DILLINGER 👹 (@DillanMUFC) October […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეშის პენალტი “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Bruno Fernandes gets his penalty ❤️#PSGMUN #UCL FOLLOW @LIVESTREAM_102 pic.twitter.com/g7RhxTXnPc — SportCentre (Livestream) [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეშის რეაქცია, როცა გაიგო, რომ პსჟ-სთან მატჩში გუნდს ის უკაპიტნებს

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. მანჩესტერელებს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვენგერი: “ვან პერსის “არსენალში” დაბრუნება სურდა, თუმცა ეს უკვე შეუძლებე

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მენეჯერმა არსენ ვენგერმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში რობინ ვან პერსის შესახებ ისუაბრა. “2012 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” სერხიო რომეროს საჩემპიონთალიგო განაცხადში არშეყვანა წინ

“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერ სერხიო რომეროს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ლივერპულის “ევერტონში” განათხოვრების წესით გად...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად და როდის გაიმართება საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიას ფინალი?

8 ოქტომბერს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ბელარუსს დაუპირისპირდა. მატჩის ბედი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედინსონ კავანიმ აღიარა, რომ კარიერის დასრულებასთან იყო ახლოს

ედინსონ კავანი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდა, აღიარებს, რომ კარიერის დასრულებასთან [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ედინსონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია

ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2021 წლის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიწასთან გაასწორ

პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩს “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა. “ოცნებების თეატრს” ნაცნობი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედინსონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. “ბიბისის” ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი კვირა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ოკამპოსის ტრანსფერზე მუშაობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ. ESPN-ის ცნობით, მათი ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონიაზე გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს, რომელიც მილანის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანური პრესა: უსმან დემბელეს პრემიერ ლიგაში ვიხილავთ

კატალონიის “ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი, უსმან დემბელე, ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგებასთან ახლოსაა. ინფორმაციას პოპულარული ესპა...
წაკითხვა