რა ეღირება ბათუმის “დინამოს” სტადიონზე ბილეთები?
31 ივლისიდან ეროვნული ლიგის თამაშებს გულშემატკივარი დაესწრება და ბათუმის “დინამოს” გარკვეული სიახლეების შემოღება მოუწია.
“სამტრედიასთან” ხვალინდელი მატჩისთვის 300 ბილეთი გაიყიდება და თითო ბილეთის ფასი 3 ლარი იქნება. ბილეთები ანგისას ბაზაზე 11 საათიდან იქნება გაყიდვაში.
“დინამოს” ოფიციალური გვერდი სხვადასხვა მოთხოვნებს სრულად აღწერს, თუ რა უნდა გაითვალისწინოს გულშემატკივარმა შეხვედრაზე მისვლისას.
სტადიონზე დაკავებული ადგილების რაოდენობა საერთო ტევადობის 33%-ს არ უნდა აღემატებოდეს;
🔵 გულშემატკივარი უნდა განთავსდეს ორი სკამის გამოტოვებით;
🔵 დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული დისტანცია,
სტადიონზე შესვლისას აუცილებელია თერმოსკრინინგის გავლა;
🔵 სტადიონზე შესვლისას სავალდებულოა ხელების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით;
🔵 არსებული რეგულაციების მიხედვით აკრძალულია თამბაქოს მოხმარება;
🔵 არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე აუცილებელია დავემორჩილოთ მატჩზე მივლენილი სტიუარდების მითითებებს;
🔵 დარღვევების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.
ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იგეგმება, რომელიც 20 ათას მაყურებელს იტევს.