რა ეღირება ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთები და სად შეიძლება მათი შეძენა?
2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მადრიდი, კერძოდ “ატლეტიკოს” საშინაო არენა “ვანდა მეტროპოლიტანო” უმასპინძლებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს სწორედ ის მატჩია, რომელსაც ფეხბურთის ფანები მთელი წლის მანძილზე ელიან.
რა თქმა უნდა, ამ მატჩს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი მიადევნებს თვალყურს, თუმცა მხოლოდ 63 500 ადამიანს ექნება უმნიშვნელოვანეს შეხვედრას “მეტროპოლიტანოს” ტრიბუნებიდან უცქიროს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იყო უეფას მიერ შექმნილ სპეციალურ პორტალში, რომელიც 14-დან 21 მარტამდე ფუნქციონირებდა. პორტალზე დარეგისტრირებულ ფანები 5 აპრილს გაიგებენ დაკმაყოფილდა თუ არა მათი მოთხოვნები.
ასე რომ, 4 000 ბილეთი უკვე გაყიდულია. ამას ემატება 34 000 ბილეთი, რომელიც თანაბრად გადაეცემათ ფინალში გასულ კლუბებს გასაყიდად. დარჩენილ ბილეთებს კი უეფა გარკვეული გეგმის მიხედვით გადაანაწილებს.
როგორც ცნობილია, ბილეთები დაყოფილია 4 კატეგორიად – პირველი კატეგორიის ბილეთების ფასი 150 ევროთი გაიზარდა გასულ წელთან შედარებით და 600 ევროს შეადგენს (დაახლოებით 1819 ლარი). მეორე კატეგორია – 450 ევრო (1364 ლარი), მესამე – 180 ევრო ( 545 ლარი), მეოთხე – 70 ევრო ( 212 ლარი).