რა გააკეთა გურამ კაშიამ საქართველო-ლატვიის მატჩის დასრულების შემდეგ (ვიდეო)
9 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლატვია 1:0 დაამარცხა.
“დინამო არენაზე” მისულმა გულშემატკივართა ნაწილმა გურამ კაშიას მხარდასაჭერი ბანერი გადმოფინა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი მათთან მივიდა და მაისური ტრიბუნისაკენ ისროლა, რომელიც ერთ-ერთმა ქომაგმა დაიჭირა.