რა გააკეთა კლოპმა “ჩელსი” – “მანჩესტერ სიტის” მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე?
25 ივნისს, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” 2:1 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ლივერპული” პრემიერ ლიგის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ჩემპიონი გახდა.
“ლივერპულის” წევრებმა ხსენებულ შეხვედრას სასტუმროში ერთად უყურეს. იურგენ კლოპმა 26 ივნისს პრესკონფერენცია გამართა და ემოციებზე ისაუბრა.
“მსაჯის სასტვენამდე 10 წამით ადრე ჩემ ოჯახს დავურეკე. ვუთხარი, რომ ისინი მიყვარს, მათაც მითხრეს, რომ ვუყვარვარ. ჩვენ ერთად არ ვიყავით, რაც კარგი არ არის, მაგრამ ტელეფონი მაგიდაზე დავდე და ვთქვი: ‘არ გათიშოთ, რადგან 4-5 წამში რაღაც განსაკუთრებული შეიძლება მოხდეს’. ეს ნამდვილად შესანიშნავი მომენტი იყო”, – თქვა კლოპმა.
Jurgen Klopp on last night: "I called my family 10 seconds before the final whistle…..I put the phone on the table and said leave it on because in 4 or 5 seconds, something special will happen" 🔴🏆 #LFC #HeartNews pic.twitter.com/j0dUHhMjaC
— North West News (@HeartNWNews) June 26, 2020