რა გააკეთა “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელმა სიმულიანტობის შემდეგ (ვიდეო)
16 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ოლიმპიაკოსსა” და “ოსმანლისპორს” შორის გამართული მატჩის 45-ე წუთზე კურიოზული რამ მოხდა. “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელმა, ფორტოუნისმა ისიმულიანტა, თუმცა ის ფეხზე მალევე წამოდგა და ბურთისთვის ბრძოლა განაგრძო. ამის მიუხედავად, მსაჯმა მასპინძელთა შემტევს ყვითელი ბარათი უჩვენა.