რა გააკეთა სერ ალექს ფერგიუსონმა, როცა მსაჯმა 18 წლის უეინ რუნის ბურთი არ მისცა
“მანჩესტერ იუნაიტედში” უეინ რუნის დებიუტი 2004 წლის 28 სექტემბერს შედგა. მანჩესტერული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ფენერბაღჩეს” დაუპირისპირდა და მეტოქე 6:2 დაამარცხა.
18 წლის რუნისათვის ეს მატჩი დაუვიწყარი გამოდგა – მან სადებიუტო შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა თავდამსხმელმა “ფენერბაღჩეს” ფეხბურთელს მაისური გაუცვალა. ასევე, რუნის სურდა, რომ სამახსოვროდ, ბურთი სახლში წაეღო. ის მსაჯთან მსაჯთან მივიდა და ბურთი სთხოვა, თუმცა ბელგიელმა არბიტრმა ფრანკ დე ბლეკერემ ჰეთ-თრიქის ავტორი უარით გაისტუმრა და უთხრა, რომ ის თავად მიჰქონდა სამახსოვროდ. დამწუხრებულმა რუნიმ მოედანი გულშემატკივრების ოვაციების თანხლებით დატოვა.
2006 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში რუნიმ “ფენერბაღჩესთან” მატჩის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონის რეაქცია გაიხსენა.
“გასახდელში მან მკითხა, თუ რა მოხდა. მისი რეაქცია ასეთი იყო: “რა? არ მესმის.” ფერგიუსონი მსაჯის სანახავად წავიდა და უკან ბურთით დაბრუნდა”, – განაცხადა რუნიმ.