რა გააკეთა ტორესმა, როცა “ატლეტიკოს” ფანები გრიზმანს უსტვენდნენ (ვიდეო)
თარიღი: მაისი 22, 2018

მადრიდის “ატლეტიკოს” ფანებმა 20 მაისს “ეიბარის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას საკუთარი გუნდის ლიდერს, ანტუან გრიზმანს დაუსტვინეს. ამის მიზეზი ბოლო დროს გავრცელებული ამბებია – შესაძლოა, ფრანგი თავდამსხმელი ზაფხულში “ბარსელონაში” გადავიდეს.
გრიზმანი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მან კოკე შეცვალა. ყველა შემთხვევაში, როცა ის ბურთს ეხებოდა, ტრიბუნებიდან სტვენის ხმა ისმოდა. ტორესმა, რომელიც “ატლეტიკოს” რიგებში ბოლო მატჩს ატარებდა, თანაგუნდელის გამხნევება სცადა.
"A ti no te vamos a reprochar nada". Y Griezmann rompió a llorar.
22.00h, #ElDíaDespués pic.twitter.com/luOnZQCMNn— El Día Después en Movistar+ (@ElDiaDespues) May 21, 2018
მსგავსი სიახლეები