რა გააკეთეს “ტორპედოს” ფეხბურთელებმა “საბურთალოსთან” მატჩის წინ?
ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს ფეხბურთელების პრესკონფერეციის შესახებ ეცნობა.
“დღეს “ტორპედოს” მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ფეხბურთელებს შორის კიდევ ერთი შეკრება გაიმართა.
16 სექტემბერს “ტორპედოს” სტუმრად “საბურთალოსთან” მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, “ტორპედო” კი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის. შესაბამისად, ახლა კლუბისთვის თითოეული ქულა უძვირფასესია.
ფეხბურთელებმა ამჯერადაც გაითვალისწინეს კლუბისა და გულშემატკივრის ინტერესი. თითოეული მათგანი გრძნობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრის წინაშე, რომელიც მათგან მხოლოდ წარმატებას ელის.
აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ და ზეგ გუნდი ჩვეულებრივ ივარჯიშებს, მოახლოებული მატჩისთვის სათანადოდ მოემზადება, განცხადება კი “საბურთალოსთან” თამაშის შემდეგ გაკეთდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ტორპედო” პრეზიდენტმა, ზაალ ჩაჩავამ დატოვა და 3 მილიონი ლარი ვალიც დატოვა. ჩაჩავა ამ თანხის გადახდას არ აპირებს, ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს კი საჭმლის ფულიც აღარ აქვთ.