რა განაცხადა ლიხტშტაინერმა საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ
საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0-2) შემდეგ, შვეიცარიელთა კაპიტანმა, შტეფან ლიხშტაინერმა, პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დროს საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგად ათამაშდა, განსაკუთრებით კი საშინაო შეხვედრებში. ბევრი ცუდი გადაცემა გავაკეთეთ პირველ ტაიმში, მაგრამ მეორე ნახევარში ფორმაცია შევცვალეთ და შედეგად მეტი შანსიც შევქმენით.
მართალია, ჩვენი რიტმი არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, თუმცა მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. ბოლოსკენ საკმარისი ოდენობის შანსები შევქმენით, გამარჯვება რომ დაგვემსახურებინა.
ჩვენი მთავარი პლუსი მატჩის მიმდინარეობისას სისტემის შეცვლის უნარია. ეს გვაძლევს იმის შანსს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შევძლოთ სასურველი შედეგის დაფიქსირება,” – აცხადებს ლიხშტაინერი.