რა განაცხადა ნანიმ ჯაბა კანკავასთან ჩხუბის შემდეგ
როგორც იცით, 15 ივლისს, “ფენერბახჩესა” და “დნიპროს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც უკრაინელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. შეხვედრის 24-ე წუთზე, ჯაბა კანკავასა და ლუიშ ნანის შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
NTV SPOR-ის ცნობით, პირველი ტაიმის შემდეგ, “ფენერბახჩეს” მთავარი მწვრთნელი ვიტორ ფერეირა ნანის გაესაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის ახალ წევრს ჰკითხა, თუ რატომ იყო ასე გაბრაზებული, ნანიმ კი მას ასეთი პასუხი გასცა: “მეტოქის (კანკავას) უპასუხისმგებლო საქციელს ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულება შეეძლო. მსაჯი ახლოს იყო, მაგრამ შესაბამისი რეაქცია არ გამოუვლენია. არ მინდა, რომ სეზონის დაწყების წინ ტრავმა მივიღო, შემდეგ კი მთელი წელი ვეღარ ვითამაშო. ამიტომ მქონდა ასეთი რეაქცია.”
ბოლოს, ფერეირამ ნანის უთხრა: “უფრო ყურადღებით იყავი, არ მინდა, რომ გუნდი რომელიმე მატჩში მოედანზე ათი კაცით დარჩეს.”