რა განაცხადა ნურმაგომედოვმა პუარიესთან გამარჯვების შემდეგ
UFC-ის მსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC 242-ის ეგიდით დროებითი ჩემპიონის ქამრის მფლობელ დასტინ პორიეს დაუპირისპირდა. დაღესტნელმა მებრძოლმა ამერიკელი მეტოქე დაამარცხა და ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა.
პუარიესთან გამარჯვების შემდეგ, ხაბიბმა ოქტაგონზე განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ მაისურს გაყიდის და თანხას პუარიეს მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.
“მე ვიცი, რომ დასტინი ქველმოქმედებას დიდ ყურადღებას უთმობს. მე ჩემ მაისურს ვყიდი, თანხას კი მთლიანად დასტინ პორიეს გადავცემ. რატომ არის ჩვენ შორის ამხელა პატივისცემა? დღეს ჩვენ ყველას დავანახეთ, რა არის MMA. MMA-ში უპირველესი პატივისცემაა. როცა დარბაზში შედიხარ, მწვრთნელი გეუბნება, რომ დარბაზს, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს პატივი უნდა სცე. დარბაზს უნდა მოუარო, ყველაფერი პატივისცემას უკავშირდება. MMA მხოლოდ “თრეშთოქი” არ არის. პატივისცემა დასტინ პუარიესა და მის კარგ გუნდს”, – განაცხადა ნურმაგომედოვმა.