რა განსხვავებაა მესისა და რონალდოს წინააღმდეგ თამაშს შორის?
ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ მესისა და რონალდოს მეურვეობას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა.
“როგორ უნდა ითამაშო რონალდოს წინააღმდეგ? მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ მარტო არ დატოვო და მარჯვენათი არ დაარტყმევინო. რაც შეეხება მესის, ერთადერთი გამოსავალი პირჯვარის სწრაფად გამოსახვაა…
გამოცდილება გეხმარება, რომ კონკრეტული სიტუაციები წაიკითხო და ნაკლები შეცდომა დაუშვა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, იცნობ თუ არა შენს მეტოქეს.
ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა ევალება კონკრეტულად მას – ბოლო წლებში მცველის მოვალეობების სფერო ძალზედ შეიცვალა.” – განაცხადა “ბებერი ქალბატონის” ვეტერანმა მცველმა.