რა ღირდა უჩა ლობჟანიძე კარიერის ზენიტში? – ლობჟანა წავიდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა უჩა ლობჟანიძემ კარიერა დაასრულა.
ლობჟანიძემ ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 32 წლის ასაკში მძიმე ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციის პერიოდი დიდხანს გაგრძელდა.
ლობჟანიძე ბოლოს “ლოკომოტივში” თამაშობდა, მანამდე კი “დინამოს”, “დნიპროს” “ზესტაფონის”, “ომონიას” და “ატირაუს” რიგებში ირჯებოდა.
2010 წელს უჩას სატრანსფერო ღირებულება, Tranfermarkt-ის მიხედვით, 1 მილიონ 500 ათასი ევრო იყო და ამავე წელს “ზესტაფონიდან” “დნიპროში” გავიდა. მის სანაცვლოდ უკრაინელებმა 2 მილიონი გადაიხადეს.
ესპანეთის ნაკრებთან გასაოცარი გამარჯვების შემდეგ, დაიწერა, რომ ლობჟანათი ლა ლიგის გუნდები ინტერესდებოდნენ, თუმცა მაშინ საქმე ტრანსფერამდე არ მისულა.
ფეხბურთელს ნაკრებში 53 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გატანილი. მარჯვენა ფლანგზე წლების განმავლობაში ის შეუცვლელი და უკონკურენტო ფიგურა გახლდათ.