რა კავშირია “ლივერპულსა” და ლებრონ ჯეიმსს შორის?

თარიღი: მარტი 28, 2019

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მძიმე ფორვარდი, ლებრონ ჯეიმსი, არა მარტო პარკეტზე, არამედ ბიზნესშიც საკმაოდ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს, რის შესახებაც არც ისე ბევრმა იცის.

მთელი კარიერის მანძილზე კალათბურთის მეფედ შერაცხული ლებრონი, საკმაოდ ჭკვიანურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამა თუ იმ სპონსორთან, რის ხარჯზეც საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა, რომლის ინვესტირებასაც ახლა ახორციელებს.

საინტერესოა, რომ ლებრონ ჯეიმსი ჯერ კიდევ 2011 წლიდან დატრიალებს პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კლუბის, “ლივერპულის”, გარშემო და მისი გავლენა უფრო და უფრო იზრდება, რასაც Fenway Sports Group-ს უნდა უმადლოდეს.

დღესდღეობით, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამერიკელი კალათბურთელი “ენფილდელთა” აქციების 2 პროცენტს ფლობს. 2011 წელს ეს აქციები 6.5 მილიონ დოლარად ფასდებოდა, დღეს კი 32 მილიონ დოლარამდე გახლავთ გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები