რა ხდება ბათუმის “დინამოში” – რას აპირებს არჩილ ბერიძე?
ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის ბოლო ტურში “ლოკომოტივთან” წაგებას ბოლო წუთებში გადაურჩა. ეს ის ლოკომოტივია, რომელიც 3 ქულით უიმედო აუტსაიდერია.
ფაქტია, “დინამოში” მცირე კრიზისია და ეს გუნდის ლიდერების წასვლამ გამოიწვია. ივლისიდან მოყოლებული კლუბი კვარაცხელიამ, გაფრინდაშვილმა, კუპატაძემ, აზაროვმა და დავითაშვილმა დატოვეს.
ხუთივე მათგანი უდიდესი ძალა იყო ბათუმისთვის. მათი შემცვლელები ჯერ არ ჩანან და ეს “დინამოს”, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.
როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელების დამატებას არ ჩქარობს და ფიქრობს, რომ ამ პერიოდს თბილისთან 7 ქულიანი უპირატესობითაც მარტივად ჩაამთავრებს. არადა, თბილისელები ახლა საუცხოო ფორმაში არიან და შემადგენლობით, ბათუმელებს უკვე სჯობნიან.
მაგალითად, მარცხენა ფლანგზე გეგუჩაძეს მხოლოდ 36 წლის გიორგი ნავალოვსკი ჰყავს და ხშირად, გრიგოლ ჩაბრაძეს უწევს ფლანგის შეცვლა, ხოლო, მარჯვენა მცველად ნახევარმცველი მამუჩაშვილი დგება.
პრაქტიკულად, დღეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად მილან რადინი ითვლება…