რა ხდება “დინამოში”? ჰოლანდიელი მცველი და ესპანელი მწვრთნელი
თბილისის “დინამოში” ალბანურ “ტირანასთან” მარცხის შემდეგ დიდი ცვლილებები იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, “დინამო” 23 წლის ჰოლანდიელ მცველ როდნი კლასტერის დაიმატებს, რომელსაც მარჯვენა შემტევადაც შეუძლია თამაში. კლასტერი ბოლოს ფინურ “ტურკუში” თამაშობდა, მანამდე კი “პსვ ეინდჰოვენში” გამოდიოდა.
ჩხეტიანის წასვლის შემდეგ მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად ესპანელი ჩისკო მუნიოსი სახელდება. “დინამოსა” და ჩისკოს შორის საუბარი უკვე შედგა.
“დინამო” “ლოკომოტივის” ყოფილ მწვრთნელს, ლევან კორღალიძესაც დაუკავშირდა, თუმცა უფრო სავარაუდო, ჩისკოს დაბრუნებაა, რომელმაც “დინამო” გასულ წელს ჩემპიონიც გახდა. მისი წასვლის მიზეზად ლიცენზიის გარეშე მუშაობა დასახელდა.