რა ხდება გორის “დილაში”? – გუნდი საუკეთესო ფეხბურთელებმა დატოვეს
ეროვნული ლიგის მე-5 ადგილოსანი გორის “დილა” ახალ წელს დიდი დანაკლისით შეხვდება. გუნდი ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ლეანდრო რიბეირომ დატოვა, რომელმაც გასულ სეზონში 14 გოლისა და 11 საგოლე პასის შესრულება შეძლო. გარდა ამისა, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ საუკეთესო ბომბარდირი 22 გოლით, მიკოლა კოვტალიუკი, კარიერას უკრაინაში გააგრძელებს.
რამდენიმე დღის წინ ნოდარ ქავთარაძე ქუთაისის “ტორპედოს” შეუერთდა, მთავარი მწვრთნელი გიორგი შაშიაშვილი კი სეზონის დასრულებისთანავე გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გორელებს კენიელი ლეგიონერი, ამოს ნონდი და გამბიელი თავდამსხმელი, პა ომარ ბაბუც დატოვებენ.
“დილას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მხოლოდ დამდეგი შობა-ახალი წლის მილოცვას ვხედავთ, ხოლო, კლუბის შესახებ სხვა სიახლეები არ ვრცელდება. გორელებმა, შესაძლოა, გასული წლის მსგავსად რეორგანიზაცია დაიწყონ და მოთამაშეთა უმრავლესობასთან თანამშრომლობა გაწყვიტონ. ერთადერთი რაც ცნობილია, გუნდს “სამტრედიაში” განათხოვრებული 2 ფეხბურთელი, გიორგი ფანცულაია და ჯემალ გოგიაშვილი დაუბრუნდებიან.