რა კომპონენტში უნდა მოუმატოს ირაკლი აზაროვმა ყველაზე მეტად?
სულ მალე ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველი “ტრაბზონის” წევრი გახდება და 19 წლის ასაკში თურქეთის საუკეთესო გუნდს შეუერთდება.
ირაკლი ეროვნული ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველად და საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელად დასახელდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ თინეიჯერია და ბევრი რამ აქვს მოსამატებელი.
“აზაროვი ძალიან კარგად ფლობს ბურთს, შეუძლია 1-2 მეტოქე თავისუფლად ჩამოიცილოს და მაგარი დარტყმით გამოირჩევა, რაც, თუნდაც თბილისის “დინამოსთან” გამოჩნდა, როცა 25 მეტრიდან გაიტანა. მშვენიერი სისწრაფე და გამძლეობა აქვს, მაგრამ აშკარად სჭირდება ფიზიკაში მომატება. თანამედროვე ფეხბურთისთვის ზედმეტად სუსტია და თურქეთში ძალიან დაიჩაგრება თუ არ მოუმატა.
სამაგიეროდ, ყველაზე კარგად რაც გამოსდის, მომენტის შექმნა და ჩაწოდებაა”, – წერს აზაროვზე თურქული პრესა.
ირაკლის “ტრაბზონი” 1.8 მილიონ ევროდ ყიდულობს.