რა მისწერა კრიშტიანო რონალდუმ პატრის ევრამ “ატლეტიკოსთან” მატჩამდე (ფოტო)
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ დღეს სოციალურ ქსელში კრიშტიანო რონალდუსთან მიმოწერა გაასაჯაროვა.
რონალდუ და ევრა “ატლეტიკოსთან” განმეორებით მატჩამდე ხუთი დღით ადრე ერთმანეთს WhatsApp-ში წერდნენ. პორტუგალიელი ყოფილ თანაგუნდელს დაჰპირდა, რომ მისი გუნდი “ატლეტიკოს” ბარიერს გადალახავდა.
რონალდუსა და ევრას მიმოწერა
ევრა: “მე შენგან ჩემპიონთა ლიგის მოგებას ველი! შენში ეჭვი არასოდეს შემპარვია! ყოველ ჯერზე, როცა შენ ან “იუვენტუსი” მარცხდებით, ხალხი მკლავს.”
რონალდუ: “ვიცი. ძმაო, მათ გავცდებით. სახლში მათ გავანადგურებთ.”
ევრა: “ნამდვილად! ვივა რონალდუ!”
პატრის ევრა: “სცენის მიღმა… ამ დიდ “ქამბექამდე” ხუთი დღით ადრე მე და კრიშტიანო ერთმანეთს ვწერდით! აქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თავდაჯერებულობა, სიბრაზე და მონდომება ჩანს. მადლობა უნდა გადავუხადოთ “კრიკის”, დედიკოსა და მამიკოს და რა თქმა უნდა, ღმერთ, რადგან ასეთი კარგი ადამიანი და დაუჯერებელი მოთამაშე მოგვცა. ყოველთვის, ყველა დიდ მატჩში, როცა მასზე ზეწოლაა, ჩემი ძმა ამტკიცებს, რომ ის კაცია! გთხოვთ, ნუ იეჭვიანებთ, მხოლოდ ამის გაზიარება მსურს და თუ არ მეთანხმებით, ვერაფერს ვიზამ… ისიამოვნეთ თქვენი ცხოვრებით, მაგრამ უნდა მიხვდეთ, რომ ის საუკეთესოთა შორის საუკეთესოა და ნუ ეცდებით სქრინზე მისი ნომრის მოძებნას”, – ვკითხულობთ ევრას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.