რა მოიფიქრა “საბურთალომ” – პირველი 100 ცენტურიონი გულშემატკივარი
“საბურთალომ” ეროვნული ლიგის მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მატჩებზე 200 ადამიანზე მეტის დაშვება აიკრძალა. ამ რაოდენობაში შედიან გუნდების ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, კლუბების წარმომადგენლები, მსაჯები, კომისრები, ჟურნალისტები, გადამღები ჯგუფი და ა.შ.
აქედან გამომდინარე, კვირას თბილისის მერანთან გასამართ შეხვედრაში მხოლოდ პირველი 100 გულშემატკივარი დაიშვება.
მატჩი 13 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე, 16:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგა შემოგთავაზებთ”, – წერია განცხადებაში.
თავის მხრივ, “ტორპედო”, რომლის თამაშებსაც გაცილებით მეტი გულშემატკივარი ესწრება, განაცხადა, რომ თამაშებზე დასწრება შესაძლებელი არ იქნება.
“გვსურს, გულშემატკივარს ავუხსნათ, რომ ამ 200 ადამიანში შედიან ფეხბურთელები, მწვრთნელები, სტადიონზე მომუშავე ხალხი, ჟურნალისტები, გადამღები ჯგუფი… შესაბამისად, ჩვენდა სამწუხაროდ, ტორპედოსა და სამტრედიას შორის 13 სექტემბერს გასამართი მატჩი გულშემატკივრის გარეშე გაიმართება”.
კორონავირუსის შემთხვევის გაზრდის გამო, უდიდესი ალბათობით, ბელარუსთან გასამართი 8 ოქტომბრის მატჩიც უმაყურებლოდ ჩაივლის.