რა ნომრით ითამაშებს ტიბო კურტუა მადრიდის “რეალში”? (ფოტო)

თარიღი: აგვისტო 18, 2018

მადრიდის “რეალის” ახალწეული, ტიბო კურტუა გუნდში 25-ნორმიანი მაისურით ითამაშებს. “სამეფო კლუბის” ვებ-გვერდზე განახლებული განაცხადი და ფეხბურთელთა ნომრები გამოქვეყნდა.

კურტუა “რეალში” მიმდინარე ზაფხულს ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა და მას ძირითად მეკარედ მოიაზრებენ.

მადრიდელთა პირველი ნომერი კვლავაც კეილორ ნავასია, 13 ნომრით ითამაშებს კასილა, ხოლო ლუკა ზიდანი 30-ნომრიანი მაისურის მფლობელია.

მსგავსი სიახლეები