რა ნომრით ითამაშებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ?
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა. 39 წლის თავდამსხმელი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან 25 მარტს გასამართი მატჩისათვის ემზადება.
22 მარტს, შვედების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა და იბრაჰიმოვიჩმა პრესკონფერენცია გამართეს. ზლატანმა ჟურნალსიტებთან საუბრისას თქვა, რომ ის მომდევნო შეხვედრებში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ჩემი აზრით, კაპიტანი ანდრეას გრანქვისტი უნდა იყოს. თუმცა, ეს საკითხი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ალექსანდერ ისაკს ვთხოვე, თუ შეეძლო ჩემთვის 11 ნომერი დაეთმო. ის დამთანხმდა მხოლოდ იმ პირობით, თუ მას ამ ნომერს 6-7 წელში დავუბრუნებდი. ფორსბეგმა 10 ნომერი შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი. ეს ახალი თავგადასავალია და ნომერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ზლატანი შვედეთის ნაკრებში 10-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.