რა პოსტი გამოაქვეყნა კრიშტიანუ რონალდუს დედამ შვილის პოკერის შემდეგ? (ფოტო)
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 29-ე ტურში მადრიდის “რეალმა” კატალონიის “ხირონას” ანგარიშით 6:3 მოუგო. მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ ოთხჯერ აიღო მეტოქის კარი.
დაპირისპირების შემდეგ პორტუგალიელის დედამ, დოლორეს ავეირომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სათაურით: “აბა, ახლა თქვან, რომ კრიშტიანუმ 33 წლის ასაკში კარიერა უნდა დაასრულოს.”