რა შემთხვევაში ჩარჩება “მანჩესტერ იუნაიტედი” ჯგუფში?
ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული ვითარდება ნარჩუნდება H ჯგუფშიც, სადაც თავს ისეთი კლუბები იყრიან, როგორებიც არიან: “პარი სენ-ჟერმენი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლაიფციგი” და “ბაშაქშეჰირი”.
მართალია, ამ ეტაპისთვის საფრანგეთის, ინგლისისა და გერმანიის წარმომადგენელ კლუბებს თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა პარიზელები გაცილებით კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან – ტომას ტუჰელის გუნდმა შინ ჯგუფის აუტსაიდერ “ბაშაქშეჰირს” უნდა მოუგონ.
რა შემთხვევაში შეძლებს “მანჩესტერ იუნაიტედი” პლეი-ოფის საგზურის მოპოვებას?
ოლე გუნარ სულშერის შეგირდებს კონკრეტული, თუმცა საკმაოდ რთული დავალება აკისრიათ – გერმანიიდან მინიმუმ ერთი ქულა უნდა წამოიღონ. ეს უპირატესობა “მანჩესტერელებს” “ლაიფციგთან” საშინაო მატჩში მოპოვებულმა გამარჯვებამ (5-0) მოუტანა.
“ლაიფციგთან” წაგების შემთხვევაში, “მანჩესტერ იუნაიტედს” ვერც “პარი სენ-ჟერმენის” მარცხი უშველის “ბაშაქშეჰირთან”. ბრიტანელებს ევროპა ლიგაზე მოუწევთ ასპარეზობის გაგრძელება.
თუ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “პარი სენ-ჟერმენის” მატჩები ფრედ დასრულდება, სამივე კლუბი 10-10 ქულას დააგროვებს. ჯგუფის გამარჯვებული “მანჩესტერ იუნაიტედი” გახდება, მეორე ადგილზე კი “პარი სენ-ჟერმენი” იქნება.