რა შემთხვევაში დანიშნავენ პლეი ოფებს პრემიერ ლიგაში?
მართალია, უკვე ცნობილია, ინგლისის ჩემპიონისა და იმ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც მომავალ სეზონში დაქვეითდებიან, მაგრამ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მაინც არის დარჩენილი ინტრიგა – ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რომელი გუნდები შეძლებენ ოთხეულში მოხვედრას.
“ვესტ ჰემთან” მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების (4-0) შემდეგ, “ლივერპული” ამ დროისთვის მესამე პოზიციაზე იმყოფება. მაგრამ მათ უშუალო კონკურენტებს, “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” თადარიგში ერთი მატჩი აქვთ ჩასატარებელი. “სიტის” შეუძლია ორი ქულით გაასწროს იურგენ კლოპის გუნდს, “მეთოფეებს” კი შანსი აქვთ, სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირონ.
თუმცა, შესაძლოა, სეზონმა უფრო საინტერესო გაგრძელება ჰპოვოს და ის ბრწყინვალე პლეი ოფების სერიით დასრულდეს.
საქმე ისაა, რომ წესების თანახმად, თუ რამდენიმე კლუბი სეზონს ქულების ერთნაირი რაოდენობით, გოლების სხვაობითა და გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობით დაასრულებს და სასწორზე ევროსარბიელის საგზური, ან ჩემპიონატში დარჩენა დევს, საჭირო ხდება დამატებითი მატჩები გამართვა ნეიტრალურ სტადიონზე.
რა შედეგებით უნდა დასრულდეს მატჩები, რომ პლეი ოფები დაინიშნოს?
სამშაბათი
“არსენალი” 3-0 “სანდერლენდი”
“მანჩესტერ სიტი” 2-2 “ვესტ ბრომვიჩი”
კვირა
“ლივერპული” 0-1 “მიდლსბრო”
“არსენალი” 0-0 “ევერტონი”
“უოტფორდი” 3-1 “მანჩესტერ სიტი”