რა შემთხვევაში გადის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან?
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” გასვლაზე კიევის “დინამო” მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1:2). “ბარსელონამ” კი საკუთარ მოედანზე “ბენფიკასთან” მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.
პორტუგალიელების დამარცხების შემთხვევაში ჩავის გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურს ინაღდებდა. ფრემ კი მათი შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. მაგრამ ყველაფერი მაინც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელშია.
“ბარსელონასთვის” საუკეთესო ვარიანტი გასვლაზე მიუნხენის “ბაიერნის” დამარცხება გახლავთ. ამ შემთხვევაში “ბენფიკას” შედეგს მნიშვნელობა არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ლისაბონის “ბენფიკა” საშინაო არენაზე კიევის “დინამოს” ვერ დაამარცხებს, “ბარსელონა” წაგების შემთხვევაშიც გავა მომდევნო ეტაპზე.
ზემოხსენებული ორივე მატჩი 9 დეკემბერს, 00:00 საათზე აიღებს სტარტს.