რა თანხა მიიღეს მაკგრეგორმა და მეივეზერმა ორთაბრძოლის შემდეგ?
27 აგვისტოს, ლას ვეგასში რინგზე ერთმანეთს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, ფლოიდ მეივეზერი და შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მე-10 რაუნდში შეწყდა – მეივეზერმა ირლანდიელი მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ორთაბრძოლას უამრავი ადამიანი უყურებდა. 28 აგვისტოს ოფიციალური დოკუმენტები გამოქვეყნდა, სადაც წერია, თუ რა თანხა მიიღეს სპორტსმენებმა შეხვედრის შემდეგ.
ოფიციალური ხელშეკრულების თანახმად, მეივეზერმა ბრძოლის შემდეგ 100 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო მაკრეგორმა – 30. რაც შეეხება სატელევიზიო უფლებებისა და ბილეთების გაყიდვიდან მიღებულ თანხას, აქედან მეივეზერს 350 მილიონი ერგო, ხოლო მაკგრეგორს – 100.
საბოლოო ჯამში თანხები ასე გადანაწილდა:
ფლოიდ მეივეზერი – 450 მილიონი დოლარი
კონორ მაკგრეგორი – 130 მილიონი დოლარი