რა თანხა მიიღეს “რეალმა” და “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ?
უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების საპრიზო თანხები გამოქვეყნდა.
როგორც იცით, 2017-18 წლების სეზონის ფინალში მადრიდის “რეალმა” “ლივერპული” 3:1 დაამარცხა.
როგორც გაირკვა, მადრიდულმა კლუბმა ფინალში გამარჯვებისათვის 15.5 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მთლიანად ტურნირზე 88.6 მილიონი ევრო გამოიმუშავა. “ლივერპულს” ფინალში მარცხის შემდეგ 11 მილიონი გადაეცა, მთლიანობაში კი 81.2 მილიონი მიიღო.
უეფას ვებ-გვერდის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულმა თითოეულმა კლუბმა მინიმუმ 12.7 მილიონი ევრო გამოიმუშავა.