რა თანხას მიიღებს საფრანგეთი ფიფასგან?
მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებისთვის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან 38 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. მეორეადგილოსან ხორვატიას 28 მილიონი დოლარი ერგება.
მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო თანხა შემდეგნაირად განაწილდება:
საფრანგეთი (ჩემპიონი) – 38 მილიონი დოლარი;
ხორვატია (მე-2 ადგილი) – 28 მილიონი;
ბელგია (მე-3 ადგილი) – 24 მილიონი;
ინგლისი (მე-4 ადგილი) – 22 მილიონი;
ურუგვაი, ბრაზილია, რუსეთი, შვედეთი (მე-5—მე-8 ადგილები) – 16-16 მილიონი;
კოლუმბია, ესპანეთი, შვეიცარია, იაპონია, დანია, მექსიკა, პორტუგალია, არგენტინა (მე-9—მე-16 ადგილები) – 12-12 მილიონი;
ირანი, საუდის არაბეთი, პერუ, ნიგერია, სერბეთი, კორეა, ტუნისი, სენეგალი, გერმანია, პოლონეთი, მაროკო, ავსტრალია, ისლანდია, კოსტა რიკა, ეგვიპტე, პანამა (მე-17—32-ე ადგილები) – 8-8 მილიონი.