რა წერილი შევიდა “ლივერპულში”? — ჩვენ არ ვეძებთ FIFA 15-ის ჩემპიონს
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრენდან როჯერსის გათავისუფლების შემდეგ მერსისაიდული კლუბის მისამართზე საინტერესო წერილი მივიდა. განმცხადებელი მზად იყო, კლუბი ჩაებარებინა, სამუშაო გამოცდილებად კი ვიდეოთამაშ FIFA 15-ში “პორტსმუთის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოთხწლიან მუშაობას და გუნდთან ერთად პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ასახელებდა.
“ლივერპულმა” განმცხადებელს პატივი დასდო და საპასუხო წერილი გაუგზავნა:
“მადლობას გიხდით საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” პირველი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე თქვენი კანდიდატურის შემოთავაზებისთვის.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თქვენს ინტერესს ვერ დავაკმაყოფილებთ, ვინაიდან ჩვენ პროფესიონალურ დონეზე უფრო დიდი გამოცდილების მქონე პირს ვეძებთ. გამოცდილება, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ: კერძოდ, FIFA 15-ში საფეხბურთო კლუბ “პორტსმუთის” მეორე დივიზიონში ჩაბარება და ოთხ სეზონში პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება, არ არის ის სამუშაო გამოცდილება, რომელსაც ამ ეტაპზე ვითხოვთ.
მიუხედავად ამისა, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და მზად ვართ, მომავალშიც მივიღოთ თქვენი წინადადებები”.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულის” თავკაცის პოსტზე იურგენ კლოპი დაინიშნა.