რა უთხრა ბუფონმა კასილასს მატჩის შემდეგ (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პორტუსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ გუნდების მეკარეები – იკერ კასილასი და ჯანლუიჯი ბუფონი ერთმანეთს გულთბილად დაემშვიდობნენ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა უთხრეს ერთმანეთს იტალიელმა და ესპანელმა.
“ბუფონმა მითხრა, რომ წითელმა ბარათმა მათ საქმე გაუიოლა. ვეცადეთ, რომ სამუშაო კარგად შეგვესრულებინა, მაგრამ იმ ორმა წუთმა ყველაფერი შეცვალა.”იუვენტუსთან” სხვაგვარად ვერ ვიბრძოლებდით. საპასუხო მატჩში კარგი იქნება, თუ მეტოქე გუნდის რომელიმე ფეხბურთელს შეხვედრის დებიუტშივე გააძევებენ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და რწმენა არ დავკარგოთ. რთული იქნება, მაგრამ ტურინში ძალებს არ დავზოგავთ”, – ციტირებს კასილასის სიტყვებს Football Italia.
წყვილის საპასუხო მატჩი 14 მარტს, ტურინში ჩატარდება.