რა უთხრა გიგზმა რედნაპს?!
მას შემდეგ, რაც დევიდ მოიესის საშინელი შედეგების გამო შოტლანდიელმა კლუბი დატოვა, სეზონის უკანასკნელ ოთხ შეხვდრაში კლუბის მმართველობა რაიან გიგზმა ჩაიბარა.
გამომდინარე იქიდან, რომ გიგზი ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობს “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივართა შორის, კლუბი მას არ განშორდა და მწვრთნელის ასისტენტად დანიშნა.
თავის ახალ შენაძენთან დაკავშირებით საუბრისას, რომელსაც სწორედ “იუნაიტედიდან” წასული რიო ფერდინანდი წარმოადგენს, რედნაპმა აღნიშნა, რომ იგი მოხარულია ამ ტრანსფერით და მას ჯერ კიდევ სჯერა რიოსი.
“ის შესანიშნავია ამ როლისთვის. მე ის 14 წლის ასაკში გადმოვიბირე, ასე რომ მას სხვებზე უკეთ ვიცნობ.”
“ძალიან მოხარული ვარ, რომ ის კლუბში მყავს.”
“რაიან გიგზმა მითხრა, რომ მისი მწვრთნელად დარჩენის შემთხვევაში რიოს ნომერ 1 ცენტრალურ მცველად დატოვებდა.” – განაცხადა რედნაპმა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/