რა უთხრა გვარდიოლამ არბიტრს პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ?
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მისი გაძევების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის მსაჯთან მიმართებაში კორექტული იყო.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ, გვარდიოლამ მსაჯებთან ლეროი სანეს არ ჩათვლილი გოლი გააპროტესტა. ესპანელი სპეციალისტი თანამემამულე არბიტრმა გააძევა – გვარდიოლამ მეორე ტაიმს თვალი ტრიბუნიდან მიადევნა.
“მე ვთქვი, რომ ლეროი სანეს გოლი უნდა ჩათვლილიყო – მან ამის გამო გამაძევა. მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მხოლოდ ის ვუთხარი, რომ გოლი უნდა ჩათვლილიყო, რადგან სანეს ბურთი მილნერისგან მიუვიდა. მან მიპასუხა: “ოჰ, მილნერის პასი იყო?” მე კი ვთქვი: “დიახ, მას ბურთი მილნერისგან მიუვიდა.”
მე კორექტული ვიყავი, მაგრამ მატეო ლაოსი განსაკუთრებული ადამიანია – მას განსაკუთრებულად ყოფნა მოსწონს. 2:0-ზე სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Manchester Evening News.