რა უთხრა კროოსმა რონალდუს მატჩის შემდეგ?
19 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიამ პორტუგალია 4:2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კამერებმა ტონი კროოსი და კრიშტიანო რონალდუ დააფიქსირეს. ტონი კროოსმა ისაუბრა იმაზე, თუ რა უთხრა ყოფილ თანაგუნდელს.
“რონალდუსთან ერთად “რეალში” ოთხი სეზონი გავატარე. არ იქნება გაზვიადება, თუ ვიტყვი, რომ მასთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიე, რისთვისაც მადლობას ვუხდი. გასახდელში მეზობლები ვიყავით. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ის ვნახე. ვისაუბრეთ დასრულებულ მატჩზე და მომდევნო შეხვედრებზე. წარმატებები ვუსურვე. იმედი მაქვს, ჩვენს მსგავსად, მერვედფინალში გავლენ. ასევე, ვკითხე, როგორ მოერგო იტალიას, რადგან უკვე სამი წელია სერია A-ში თამაშობს. გასახდელში შესვლის შემდეგ მაისურები გავცვალეთ. მისი ნახვა გამიხარდა”, – განაცხადა კროოსმა.