რა უთხრა მესიმ მეტოქეს ამხანაგურ შეხვედრაში?
12 სექტემბერს კატალონიის “ბარსელონა” ამხანაგურ შეხვედრაში სეგუნდა B-ში მოასპარეზე “ხიმნასტიკს” დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.
“ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში იყო ლიონელ მესი, რომელმაც პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა.
მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში არგენტინელი სუპერვარსკვლავი “ხიმნასტიკის” ფეხბურთელს, ხავი რიბელესს გაუბრაზდა. ამის შესახებ თავად რიბელესმა El Chiringuito TV-სთან ისაუბრა.
“ვიცოდი, რომ მესისათვის შემობრუნების საშუალება არ უნდა მიმეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გართულდებოდა. ერთ შემთხვევაში, როცა მან ბურთი მიიღო, მე უკნიდან ვეთამაშებოდი. მან ბურთს ფეხი მიარტყა და მითხრა: “რას აკეთებ, იდიოტო? შეწყვიტე ჩემთვის ფეხებში ჩარტყმა.” მე გაკვირვებული ვიყავი და მას ვუთხარი, რომ საუკეთესოა. შესვენებაზე მასთან მივედი და მაისურის გაცვლა ვთხოვე, მაგრამ ჩემზე გაბრაზებული იყო, ამიტომ მაისური გრიზმანს გავუცვალე”, – თქვა ხავი რიბალესმა.
"Messi me dijo ‘¿pero qué haces boludo? ¿Querés dejar de darme patadas? que estás todo el rato igual’”.
Javier Ribelles, del Nastic
— Dante Dean (@DanteDean_) September 14, 2020