რა უთხრა ფრენკ ლამპარდმა იურგენ კლოპს შელაპარაკების დროს?
22 ივლისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ჩელსის” დაუპირისპირდა და მეტოქე 5:3 დაამარცხა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერსესაიდელებმა “ენფილდზე” პრემიერ ლიგის თასი აღმართეს.
მატჩის 38-ე წუთზე ლივერპულელთა მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ლონდონელთა კარში გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. საჯარიმოს შესრულების წინ, ლამპარდმა უკმაყოფილება გამოთქვა მსაჯის გადაწყვეტილების გამო. ის ფიქრობდა, რომ არბიტრს თამაშის წესების დარღვევა არ უნდა დაეფიქსირებინა. “ჩელსის” მწვრთნელს იურგენ კლოპი და გერმანელი სპეციალისტის ასისტენტი გამოეხმაურნენ.
ლამპარდი: “ეს ჯარიმა როგორ არის? ეს არ არის თამაშის წესების დარღვევა!”
ლამპარდი კლოპს, რომელიც მის დაწყნარებას ცდილობდა: “დაჯექი.”
ამის შემდეგ, ლამპარდმა კლოპსა და მის ასისტენტს რამდენჯერმე უხეში სიტყვებით მიმართა.
I have to say, Klopp staying chilled while Lampard thoroughly embarrasses himself, along with Trent twatting the ball into the top corner 30 seconds later, is one of my highlights of the season. pic.twitter.com/ut5fy5PEv2
— corner taken quickly (@ThoseScouseLads) July 23, 2020