რა უთხრა რობერტო მანჩინიმ ფეხბურთელებს ფინალის წინ?
11 ივლისს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს იტალიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც დარტმყები უკეთესად იტალიელებმა შეასრულეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ფინალის წინ, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ფეხბურთელებთან საუბარია აღბეჭდილი. 56 წლის სპეციალისტი სასტარტო შემადგენლობას ასახელებს და მოთამაშეებს მიმართავს:
“ჯიჯიო, დილო, ლეო, ჯორჯო, სპინა… ემერსონი, ჯორჯიო, მარკო, ბარე, ჩირო, ლორენცო და ფედერიკო. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. თქვენ იცით, რასაც წარმოადგენთ. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. იცით, რაც უნდა გააკეთოთ”, – ამბობს მანჩინი.
Mancini announces to the team the starting lineup for the #EURO2020 #ITAENG 🏆
From TikTok's account leonardovarvaro.
— 𝘼𝙉𝘿𝘼𝙍 𝙎𝙊𝙁𝙄𝘼𝙉 (@andarsofian) July 13, 2021