რაბიოს დედა: “პრეზიდენტმა “პარი სენ-ჟერმენი” თავად მოწამლა”
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს, დედა, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიც გახლავთ, ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება და კლუბის წარუმატებლობაში პრეზიდენტს ადანაშაულებს.
“ყოველი ადამიანის მიმართ უნდა გაგაჩნდეს პატივისცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვა დრო, როდესაც ამის გამო აზღვევ. ვფიქრობ, ადრიენი არასოდეს გააკეთებდა ცუდს ამ გუნდისთვის.
ცხოვრება ასეთია, თუ არასწორად მოიქცევი, ეს წინ აუცილებლად დაგხვდება. მისი გადაწყვეტილება სრულად უსამარათლო გახლდათ. ალ-ხელაიფიმ გუნდი თავად მოწამლა და ბოლო ხუთი თვეა, რაც ამის საზღაურს იმკის.
პრეზიდენტი თავად ანადგურებს გუნდს, რადგანაც უპირველესყოვლისა ადამიანურ პრინციპებს ივიწყებს. მას არ ესმის ფეხბურთი, არ იცნობს ფეხბურთელებს და რაც მთავარია – არც ადამიანების ესმის,” – აცხადებს რაბიოს დედა.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო ნასერ ალ-ხელაიფიმ კლუბს იმის გამო ჩამოაშორა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობდა.