“პსჟ”-ს ცენტრალური ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს.
“მე არ შემიძლია გარანტიით ვთქვა, რომ ადრიენი სეზონს ჩვენთან დაასრულებს. მას ჯერ კიდევ არ უთქვამს თანხმობა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე, შესაბამისად, ყველაფერია შესაძლებელი”, – ტუხელი.
Lequipe-ს ინფორმაციით, “პსჟ” მზად არის რაბიო 40 მილიონად გაყიდოს.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფრანგმა პარიზულ გრანდის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა.