‘რაგბი აერთიანებს’ – ასპინძის სარაგბო ფესტივალი

თარიღი: ივლისი 28, 2014

რაგბი აერთიანებს! 25 ივლისს სტარტი აიღო საბავშვო სარაგბო ფესტივალების სერიის პირველმა ტურნირმა – „ასპიძნის სარაგბო  ფესტივალი“. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა, აღმოსავლეთ საქართველოს  ნაკრებმა (ამერი),  აღმოსავლეთ კენტის რეგიონალური რაგბის კლუბის ორმა გუნდმა: იომენ და ინვიქტა.

ფოტოები >>>

ტურნირის განრიგის მიხედვით, გუნდებმა 6 შეხვედრა გამართეს ერთმანეთის წინააღმდეგ. თითო მატჩი ორი თორმეტ წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა.

მატჩები

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრები – ამერი და კენტის ინვიქტა შეხვდნენ, რომელშიც ინგლისელებმა 20-10 გაიმარჯვეს.  მეორე შეხვედრა საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრებსა და კენტის იომენს შორის გაიმართა. ამჯერად მასპინძლებმა დამაჯერებლად შეძლეს სტუმრების დამარცხება ანგარიშით 30-5.

გამართული ორი მატჩის შემდეგ ოც წუთიანი შესვენების დრო დადგა, რომლის დასრულების შემდეგ მოედანზე საქართველოს 15 წლამდელები აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში ნაკრებმა ამერს 15-5 სძლია. ქართველების შემდეგ ინგლისური დუელი გაიმართა. შეხვედრაში კვლავ ინვიქტამ გაიმარჯვა, ანგარიშით 35-10.

სათამაშო დღის მესამე რაუნდში ერთმანეთს უკვე პირველ ორ მატჩში დამარცხებულები – ამერი და იომენი შეხვდნენ. ამჯერად ამერმა არაფერი დაუთმო მოწინააღმდეგეს და 25-0 გაიმარჯვა.

წინ საფესტივალო სერიის პირველი ტურნირის საფინალო შეხვედრა რჩებოდა, რომელშიც დაუმარცხებლები – საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები კენტის ინვიქტას დაუპირისპირდა. შეხვედრაში უპირატესობა ქართველმა 15 წლამდელებმა მალევე მოიპოვეს და რამოდენიმე ლელოც მიითვალეს. მეორე ნახევრის შუაწელში ინგლისელებმაც შეძლეს ქართველების დალელოვება და შეხვედრა 35-5 დასრულდა მასპინძლეთა სასარგებლოდ.

საერთაშორისო საფესტივალო სერიის მეორე ტური

სერიის ფარგლებში მარტყოფის სარაგბო ბაზაზე 28 და 29 ივლისს გაიმართება „თბილისის სარაგბო ფესტივალი“, რომელშიც ასპინძის ტურნირში მონაწილე გუნდებს დასავლეთ საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები – იმერი დაემატებათ.

 

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რაულ თუთარაულის შესანიშნავი გამარჯვება – ქართველმა მეტოქე 10 წამში დაამარცხა! (ვიდეო

ქართველმა მებრძოლმა, რაულ თუთარაულმა დღეს ორგანიზაცია ACA-ში შეხვედრა გამართა. რაული ბოსნიელ დრაგოლიუბ სტანოჟევიჩს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა მოხდა მაშინ, როცა ტოჩინოშინი 60 კილოგრამიან მეტოქეს შეხვდა (ვიდეო)

ქართველის სუმოტორი, ტოჩინოშინი ერთ-ერთ იაპონურ სერიალში გადაიღეს. მწვრთნელი რაგბის გუნდს სავარჯიშოდ სუმოტორების კლუბში წაიყვანს. თავდაპირველად, [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

“შეიძლება, მე დავეცე, მაგრამ…” – ნიკოლოზ შერაზადიშვილი ემოციურ პოს

ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში […...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეჰ, გეჭიდავა ფინალში” – მწვრთნელი გურამ თუშიშვილს (ვიდეო)

21 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატზე, +100კგ წონითი კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გურამმა გადამწყვეტ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე დადებითი ბალანსი გაიფორმა! (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-14 დღე ტოჩინოშინი – კაისეი ტოჩინოშინის ბალანსი: 8:6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი: “ფინალში დაძაბულ შეხვედრას ველოდი, მაგრამ…”

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია – 20 წლის ქართველმა ფინალში 45 წამში გაიმარჯვა!

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დიდებში ევროპის პირველობა პირველად მოიგო. 81კგ. წონით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-13 დღე ტოჩინოშინი – ოკინოუმი ტოჩინოშინის ბალანსი: 7-6 იხილეთ ვიდეო November 2020 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველო ევროპის პირველობაზე 11 სპორტსმენით წარსდგება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა კირიბაიამა დაამარცა – მე-6 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, XI დღე ტოჩინოშინის ბალანსი: 6-5 იხილეთ ვიდეო November 2020 – Day 11 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კახი კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

კახი კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან დოლიძე: “ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გავეხარებინეთ”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ კომენტარი გააკეთა. დოლიძე ამბობს, რომ ასეთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაისურაძემ რუსი მეტოქე ბოლო წამებში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)

10 ნოემბერს, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი […]...
წაკითხვა