‘რაგბი აერთიანებს’ – საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი
რაგბი აერთიანებს! ამ დევიზით 25, 28 და 29 ივლისს საქართველოში პირველად გაიმართება საერთაშორისო საბავშვო რაგბის ფესტივალების სერია, რომლის ფარგლებში 15-წლამდელთა ორი ტურნირი ჩატარდება ასპინძასა და თბილისში.
ასპინძა-თბილისი
პირველი ტურნირი – „ასპინძის სარაგბო ფესტივალი“, 25 ივლისს გამართება, რომელშიც მონაწილეობას საქართვველოს 15-წლამდელთა ნაკრები, აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრები – ამერი და ინგლისის კენტის საგრაფოს რაგბის კავშირის აღმოსავლეთ კენტის რეგიონალური რაგბის კლუბის ორი გუნდი: იომენი და ინვიქტა მიიღებენ.
მეორე ტურნირი – „თბილისის სარაგბო ფესტივალი“, 28 და 29 ივლისს მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გაიმართება. ამ ტურნირში მონაწილე გუნდებს დასავლეთ საქართველოს ნაკრები – იმერი დაემატება.
ინგლისელი 15-წლამდელები
აღმოსავლეთ კენტის რეგიონალური რაგბის კლუბი 2008 წელს ჩამოყალიბდა. მის მიზანს წარმოადგენს კენტის საგრაფოს კლუბების 13-16 წლამდე ნიჭიერი მოთამაშეების განვითარება და საკლუბოზე უფრო მაღალი დონის მატჩების ორგანიზება.
‘იომენისა’ და ‘ინვიქტას’ მოთამაშეები კენტის საგრაფოს სხვადასხვა კლუბებიდან შეირჩნენ. ისინი სეზონის განმავლობაში ერთმანეთს ხშირად ეთამაშებიან და მთელ რიგ შეჯიბრებში იღებენ მონაწილეობას.
Rugby.GE